პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პირველი განაცხადი რეესტრმა აბსურდული ტექნიკური მიზეზებით დაახარვეზა. მისივე თქმით,  სწორედ ამიტომ, ქართული ოცნების ანალოგიური წესდება დაარეგისტრირეს და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ მოტივი პოლიტიკურია.

"უკვე მეორედ შევიტანეთ განაცხადი ფედერალისტებმა პარტიის დაფუძნებაზე. პირველი სრულიად უშინაარსო და გაუგებარი მიზეზებით დაგვიხარვეზეს და ახლა ხერხი ვიხმარეთ, ავდექით, გადმოვწერეთ ქართული ოცნების წესდება. ტექნიკურად ყველაფერი იგივეა, იდეოლოგიური სხვაობებია მხოლოდ და ვნახოთ, ქართული ოცნების წესდებას დახარვეზებს თუ არა ივანიშვილის იუსტიციის მინისტრი. ვადა აქვს ერთი თვე. ჩვენს მხადამჭერებს და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში მივიღებთ, რაც არ უნდა ქნას ივანიშვილის რეჟიმმა, უბრალოდ ეს იქნება ტესტი, უკვე ღრმა რუსეთი ვართ, თუ არ ვართ".- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

პარტია ფედერალისტების რიგით მეორე სადამფუძნებლო ყრილობა 9 თებერვალს გაიმართა.  მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო, დამტკიცდა პარტიის წესდება. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია გიგა ბოკერია. ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა თამარ ჩერგოლეიშვილი. პოლიტსაბჭოს წევრებად კი ყრილობამ აირჩია 22 კანდიდატი.