ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:

- ორი წელია სტატუსზე ვლაპარაკობთ, ანუ თემაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებულიც არ იყო. ოპოზიციას არანაირი გავლენა ამ პროცესზე არ გვქონია. ხალხს წარმოადგენს მთავრობა და მიიღეს. სტატუსით უფრო გართულებულია ჩვენი ამოცანები. ოპოზიციამ ეძახა რუსი, რუსი! აგერ სტატუსიც მიიღო, ევროპელებს აგინა, ცალ ფეხზე კი არ დაუდგა და ეგრე გამოსტაცა რაც უნდოდა, რუსეთთანაც დაალაგა, არც ომი ყოფილა. ეს იქნება მაგათი მესიჯი და როგორ არ გაგვირთულდა საქმე? დამაჯერებელია ეს მესიჯი და იმიტომ.

- ანუ არაფერიც არ უგლოვია „ოცნებას“?

- არა რა უგლოვია?! ამაზე ხომ ვგიჟდებოდი კიდევ, რომ როგორ შეიძლება ადამიანმა სასურველი რეალობად გაასაღო. ხელში რა გვიჭირავს? ორი წელი ოპოზიციამ იყვირა რუსი, რუსი, რაღაცა მონა ჯიები აკეთა და ახლა იმ ხალხს, ვინც მონა ჯიზე განათავსეს, ევროპაში შესვლას ულოცავდნენ.