იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ჰყავდეს სპიკერად რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს. - ამის შესახებ გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ევროპისკენ სიარული და სახელმწიფო გადატრიალება ერთმანეთს გამორიცხავს. სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, ევროპის კარი საქართველოს დიდხანს ჩაეკეტება. ამიტომ ნუ ეწყინება ვაშაძის ტროიკას, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის “პრისოსკების” გარშემო. იმ ერთობაში, რომელიც ევროპისკენ მიდის, ქართველ ხალხში და არჩევნებში რწმენა უნდა არსებობდეს და აკია ბარბაქაძე არ უნდა ჰყავდეს სპიკერად, რომელიც ეთერ-ეთერ დაიარება და არჩევნების, ანუ ევროპისკენ სვლის ერთადერთი ინსტრუმენტის მნიშვნელობას აუქმებს. ანუ თქვენ ევროპისკენ არ მიდიხართ. ძალაუფლება გინდათ და ხალხს ევროპით ატყუებთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.