ენჯიოები პირად საუბრებში ერთს ამბობენ, საჯაროდ - მეორეს, ასეთი უძალო და უპირო ოპოპარტიებიც არ არიან,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ენჯიოები პირად საუბრებში ერთს ამბობენ, საჯაროდ - მეორეს.
პირად საუბრებში ბორგავენ,  ბიძინამ ამ შლეგი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე დასავლეთისგან ჯილდო რომ მიიღოს, ჩათვლის რომ ყველაფერი სწორად აკეთა და უარესებს იზამს. 
მერე საჯარო წერილებს აწერენ ხელს, რომც არ ეთანხმებოდნენ - ალბათ გარიყვის შიშით, რომ “ქართველი ხალხი  სტატუსს იმსახურებს” და მოგვცენ.
ასეთი უძალო და უპირო, მგონი ოპო პარტიებიც არ არიან.
ნეტა ძილის წინ რომ რამდენიმე წუთია, როცა ფიქრობ - მაგ მომენტში რას ფიქრობენ? კარგი ადამიანები ვართო?“- წერს ჩერგოლეიშვილი.