თბილისის საქალაქოს სასამართლოში პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოიკითხა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჩერგოლეიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
"დაკითხვა დაახ. 15 წუთი გაგრძელდა და დასრულდა როგორც მოსალოდნელი იყო. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი - მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები. ზუსტად ვიცი, რომ მზია ამაღლობელის მოსამართლემ გადაწყვეტილება რეჟიმის დაკვეთით მიიღო - მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები. ზუსტად ვიცი რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის ავანტიურაში აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ მოწმედ ვერ გამოვდგები."