არც დეესკალაციაში იღებს მონაწილეობას, არც 12 პუნქტის შესრულებაში - გვეშაირება ლამაზი სიტყვებით - ამის შესახებ ოპოზიციონერი პარლამენტარი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
„დეესკალაცია მინდაო,
12 პუნქტი გვინდაო,
დასავლეთი ჩვენი ისტორიული არჩევანიაო-პრეზიდენტმა თქვა .
ჰოდა, არც დეესკალაციაში იღებს მონაწილეობას, არც 12 პუნქტის შესრულებაში, რადგან სწორედ იმ თორმეტ პუნქტში წერია პოლიტპატიმრები, რომ არ უნდა გვყავდეს და დეესკალაციაც ამას მოჰყვება.
მოკლედ ასეა - "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი"
გვეშაირება ლამაზი სიტყვებით და მოკლედ კი ,ასე ამბობს - არაო!!!!!“- წერს ჩარკვიანი.