200 000 ადამიანი ერთი თვეა ყოველდღიურად გამოდის გარეთ და პრეზიდენტისგან უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს მოველი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა.

„ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“კიდევ რაღაცას მოიმიზეზებს. ახლა ქვეყანას შესაძლებლობები ეხსნება და მაშინ, როცა ევროპასთან შესაძლებლობაზე, ფაქტობრივად, უარს ამბობ, ამერიკასთან შესაძლებლობებზეც უარს იტყვი.

არაერთ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა მცდელობა თავისი ლოზუნგები დაეფიქსირებინა, მაგრამ ახალგაზრდებმა არავინ არ მიუშვეს. მე ვემხრობი იმას, რომ იქ პოლიტიკოსები იდგნენ. პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე არ გამოდის, მაგრამ დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ დომინირებითა და თითის ქნევით ახალგაზრდებს არ ვჭირდებით. რიგით ჯარისკაცად უნდა გაუმთლიანდე ახალგაზრდულ მოძრაობას და ვიყოთ პოლიტიკური სპექტრი. ახალგაზრდები გრძნობენ, რომ ეს რეალურად რუსეთ-საქართველოს ბრძოლაა. ახლა მართლა სირბილისა და გაერთიანების დროა. გაერთიანებაში სალომე ზურაბიშვილსაც ვხედავ, მაგრამ ის აქაც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. 200 000 ადამიანი ერთი თვეა ყოველდღიურად გამოდის გარეთ და პრეზიდენტისგან უფრო მასშტაბურ ნაბიჯებს მოველი. ოპოზიციის ერთობაც დომინანტობის გარეშე უნდა იყოს, დიდ ოლიგარქს პატარა ოლიგარქებით არ შევცვლით.

მგონია, მთავრობა ვეტოს მაინც დაძლევს. ძალიან გამიხარდება, თუ ასე არ იქნება, მაგრამ ამათ ისე აქვთ ამ კანონის მიღება გადაწყვეტილი, სავარაუდოდ, ასე მოიქცევიან“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.