ყველა, ვისაც უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირება და ხელისუფლებაში მოყვანა, მიხვდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია და ახლა ღია ბრძოლაზე გადავიდნენ - ზოგიერთმა ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა“ თავის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ფუნქცია აიღო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

"მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ამერიკის კონგრესში და ამავდროულად მოუწოდებდეს უკრაინაში მებრძოლ ქართველებს - დაბრუნდით საქართველოში და დაამხვეთ პრორუსი ხელისუფლებაო. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველოში იყოს აშშ-ის ელჩი და ამ აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას არ ემიჯნებოდე“, - განაცხადა სუბარმა.