„დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციაზე
„დღევანდელი მათი კონტრაქცია არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ხელისუფლების სიმხდალის და შიშის გამოხატულება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ თუ კი ივანიშვილს და „ოცნებას“ რამის ეშინია, ეს არის ქართველი ხალხის ერთობა. დღეს ისეთი ერთიანია ქართველი ერი როგორც არასდროს. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, როდესაც ასი ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა გულწრფელი პროტესტის გამოსახატად და დღევანდელი აქციით დავინახავთ სხვაობას. დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს. მეგობრებო, უთხარით უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე, დადექით ისტორიის სწორ მხარეს და ამას თქვენი შვილები აუცილებლად დაგიფასებენ.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება