სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

როგორც ალენ სიმონიანი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის

ასაკში  გარდაუცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.