„ყველაზე მარტივი ხომ არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ის დაფინანსებულია აშშ-ის ბიუჯეტიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ამ საკითხებში ჩართული. ექვს განცხადებას, უფრო მარტივი არაა, თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და აი, აქ დევს NED-ის დაფინანსება. რატომ არ ასაჯაროებენ? ხომ უმარტივესი კითხვაა? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
" ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? ეს ყველაფერი არის არა არგუმენტები, არამედ დოგმები, რომ გადაგვახვევინებს თუ არა [ევროინტეგრაციის გზიდან]. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, საერთოდ როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი, რომ რაღაც იყოს საჯარო.
გუშინ კომიტეტის სხდომაზე ხომ ვნახეთ, რომ ყველა თანხმდება, რომ უნდა იყოს საჯარო - ყველა თანხმდება, ენჯეოებიც და ოპოზიციაც. მეორე კითხვა - რატომ არ არის საჯარო? ექვსი განცხადების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული. კანონის მიღება ან არ მიღება ხომ არ არის მათზე დამოკიდებული. მათზეა დამოკიდებული ის, რომ თქვან, ყველაფერი არის გამჭვირვალე, - აი, ეს არის NED-ის დაფინანსება. სხვათა შორის, ეს ფონდი პირადად მე რამდენჯერმე დამპირდა, რომ გაასაჯაროებდა ამას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.