"ვერ ვხდები, მაინც რომელი - ქართველების ისტორია, კულტურა, განათლება, ადათი, წესი თუ იქნებ რამე სხვა აფიქრებინებს ევროკავშირის საელჩოს, რომ ქართველები შტერები ვართ?" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის საელჩო ამტკიცებს, რომ "ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა".

"ევროკავშირის საელჩომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდადებულ ზვიად ცეცხლაძეს მისწერა, რომ აქციებისას ძალადობისთვის მსჯავრდადებულების გათავისუფლებას ითხოვს და ახლა ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ეს წერილი მსჯავრდადებული ცეცხლაძის მხარდაჭერას არ ნიშნავს და ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი, დიპლომატიური პრაქტიკაა, თუკი მათ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის აქტუალური საკითხები აინტერესებთ," - წერს შალვა პაპუაშვილი.