„ჩვენ ეჭვი გვაქვს ბევრ საკითხზე, რაც არაერთხელ გვითქვამს. მათ შორის, საქართველოში „ენჯეოების“ ფარული დაფინანსებაც არის პირდაპირი ნოყიერი ნიადაგი კორუფციისთვის. არსებობს ეჭვი, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როცა საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსება ფარულად ხდება." – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"მათ შორის, გაუმჭვირვალობის სურვილის ერთ-ერთი განმაპირობებელი ჩანს, რომ შესაძლოა, იყოს ასევე კორუფციის კვალის წაშლა, იმ მტკიცებულებების არგამოაშკარავება, რომელიც აჩვენებს, რომ მაგალითად თანხების განაწილება საქართველოში ხდება მიკერძოებითფავორიტიზმს აქვს ადგილი. არსებობს კონკრეტული ჯგუფები და ამაზე ხშირად საუბრობდნენ ქართული არასამთავრობოები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მილიონერი არასამთავრობოების ჯგუფს. არსებობს რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, „გამჭვირვალობა“, „ისფედი“ და ასეთები. ასე, რომ არის ეჭვი, რომ საქართველოში „ენჯეოების“ ფარული დაფინანსება  განპირობებული იყო იმისთვის, რომ არსებობს კორუფციული სქემები, ფული ნაწილდება არა საჭიროების და დამსახურების, არამედ პატრონაჟის, ფავორიტიზმის და შესაძლოა, ფულის არალეგალური შემოსავლის მიღების სურვილითაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო დააკავა.