კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი – როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, ალბათ, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე. სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, რომლის გაუქმებასაც ოპოზიცია უცხოელების კარნახით ითხოვს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი.