"მაშინ, როდესაც, საკუთარი აღიარებითვე, მხოლოდ ეჭვების და ვარაუდების საფუძველზე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მთავრობა ქართველ მოსამართლეებს ასანქცირებს, კორუფციის დადასტურებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ლონდონში."

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

ცნობისათვის: დიდმა ბრიტანეთმა "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო", თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

ფინანსური სანქციების სიის განახლების შესახებ ინფორმაცია დღეს, 2 აპრილს გავრცელდა.