პროპაგანდისტული ხრიკების დროს ორი დღე უნდა დავიცადოთ და ეს ყველაფერი გადაუვლით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდა ევროპული ფონდებიდან ფინანსდება.

„ხელოვნური აჟიოტაჟი რომ იყო, გამოჩნდა და რამდენიმეწუთიან დეზინფორმაციას შეჩვეული ვართ. ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ, შემდეგ გადაივლის ხოლმე. ასეთი პროპაგანდისტული ხრიკების დროს ორი დღე უნდა დავიცადოთ და ეს ყველაფერი გადაუვლით. ამ დროს სხვადასხვა მედიის ჩართულობას უნდა დავაკვირდეთ. განსაკუთრებით, ეს პროპაგანდისტულ ონლაინმედიას შეეხება. დავაკვირდეთ, თუ რა თემებს იტაცებენ. როცა ამას შევხედავთ, პირდაპირ იშიფრება სქემა საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდის, რომელიც სამწუხაროდ, დღეს, ევროპული ფონდებიდან ფინანსდება“, – განაცხადა შალვა  პაპუაშვილმა.