როცა ჟურნალისტის ტყუილს ამბობს, ნუთუ, ეს კარგია? - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტს გასული წლის საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე კითხვაზე პასუხად.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ექსცესები იყო და დამნაშავე უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს. თუმცა, აქვე მან ჰკითხა ჟურნალისტს, უნახავს თუ არა, როგორ წვავდნენ პარლამენტის შენობას.

„თქვენ ხომ ვერ დაინახეთ, პარლამენტის შენობას, პოლიციის მანქანებს როგორ წვავდნენ? რა თქმა უნდა, ექსცესები იყო, რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს.

თქვენ იმის კეთილსინდისიერებაც კი არ გყოფნით, თქვათ, რაც ნამდვილად იცით - რომ პარლამენტს ესროდნენ მაშხალებს და ამბობთ, რომ არ გინახავთ. ეს ხომ ტყუილია. თქვენივე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხომ ტყუილს ამბობთ, როდესაც ამბობთ, რომ არ გინახავთ, პარლამენტის შენობას როგორ ესროდნენ მაშხალებს, როგორ ისროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“. როცა ჟურნალისტის ტყუილს ამბობს, ნუთუ, ეს კარგია?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.