ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ, ციტირებენ? ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული? - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შერიგების საკითხზე გაკეთებულმა განცხადებამ სინამდვილეში გამოავლინა ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ევროპის გზა ესახება გზად აფხაზებისა და ოსების გარეშე.
„ამ ხალხს ვუპასუხებ, გასაგებია პარლამენტში არ დადიან, მაგრამ როგორ არის მოწყობილი ჩვენი მთავრობა, მგონი ყველამ იცის და ჩვენ შერიგების სამინისტრო გვაქვს, მინისტრის პორტფელი ჩვენს მთავრობაში, შერიგების. ჩახედონ, ვებგვერდს მაინც გაეცნონ საერთოდ რა პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. შერიგება რა არის, ეს არის პროცესი, რომელიც ეხება ოსებს და აფხაზებს. აქ რუსი არაფერ შუაში არ არის. ჩვენ რუსეთთან შერიგებას არ ვაპირებთ შერიგების სამინისტროს ფარგლებში. ამისთვის არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობები იქნება თუ სხვა ურთიერთობები, უნდა იზრუნოს დეესკალაციაზე და ურთიერთობების აღდგენაზე დეოკუპაციის შემდეგ.
რაც შეეხება შერიგებას, ეს არის ურთიერთობა ჩვენს ოს თანამოქალაქეებთან და აფხაზ თანამოქალაქეებთან. იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ბიძინა ივანიშვილის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, გზავნილი ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეების მიმართ, მაგრამ, ამ განცხადებამ გარკვეული ფალსტარტი გამოიწვია ოპოზიციაში და „ენჯეო“ სექტორში, პროვოცირება გაუწია იმას, რომ მთლიანად გადმოანთხიეს ის სიძულვილი სინამდვილეში, რაც მათ აქვთ გულში ჩადებული. სინამდვილეში, მათ არანაირი მშვიდობის გზა არ ესახებათ. სინამდვილეში ესენი არიან ომის პარტია, რომელიც ერთადერთი ფიქრობენ იმაზე, ჩადებული აქვთ ის, რომ როგორ შეიძლება ოსებთან და აფხაზებთან თურმე სინანულის გამოთქმა? აბა როგორ გგონიათ, შერიგება როგორ იქნება, რომ უნდა დავიმორჩილოთ ხალხები თუ უნდა შევრიგდეთ.
როდესაც შერიგებაზე ვსაუბრობთ, ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, იმან, რომელიც დიდია ხომ? და რაზეა აქ საერთოდ საუბარი. ვეფხი და მოყმის ქვეყანა ვართ და ამაზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი. ამ წიგნებს ტყუილად კითხულობენ, ციტირებენ? ტყუილად ლიტონ სიტყვებად აქვთ ეს ყველაფერი დამახსოვრებული?
მეორე რამე გამოავლინა სინამდვილეში, რომ ისინი სულაც არ ფიქრობენ ტერიტორიებზე. პირიქით, მგონი მიაჩნიათ ეს გარკვეულ ბარიერად და ამან ეს აჩვენა, რომ მათ ევროპის გზა ესახებათ გზად აფხაზებისა და ოსების გარეშე. ისინი ამას ხედავენ გარკვეულ ტვირთად, ამ სამშვიდობო შერიგების პროცესს მათთვის ევროპის გზაზე. ჩვენ ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაშიც როგორ არის გარკვეული მინიშნებები ის, რომ იქნებ ყირიმის გარეშე მიიღონ ამა თუ იმ გაერთიანებაში. იქნებ დონბასის გარეშე მიიღონ. შემდეგ, სამომავლო მიზნებად, ოდესმე რომ რაე მოხდება, ჩამოკიდებული დარჩეს. ჩვენი გზა ეს არ არის. ჩვენ ევროკავშირში შევალთ ერთიანი საქართველოს სახით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.