ნახონ უცხოელებმა 2024 წლის 17 მაისის ახალი ამბები. ნახონ ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით და ნახავენ, რომ ამ კანონს აქვს ხალხის სრული მხარდაჭერა,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა ნახოს ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა 2024 წლის 17 მაისს ამ კანონთან დაკავშირებით და ნახავენ, რომ ამ კანონს აქვს ხალხის სრული მხარდაჭერა.
,,ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის ინტერესიდან. წავიკითხე ევროკავშირის საგარეო კომისრის პრესმდივნის განცხადება, რომელშიც სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს ეს იყო დაჩქარებულად მიღებული, რაც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არ ვიცი, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სრულ ინფორმაციას აწვდის ბრიუსელს. არანაირი დაჩქარებული პროცესი ეს არ ყოფილა. მარტში დაინიცირდა კონსტიტუციური ცვლილებების კანონი და ამის ნაწილი და გამეორებაა ის კანონი, რომელსაც ვიღებთ. რამდენიმე თვე განიხილებოდა, მათ შორის საკონსტიტუციო საჯარო განხილვის პროცესში 5 ათას მოქალაქეს შევხვდით 11 შეხვედრაზე. 10 რეგიონში ვიყავით. გვქონდა ღია დისკუსია ამასთან დაკავშირებით და არის სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.
თუკი რომელიმე უცხოელი ვერ ესწრებოდა იმ შეხვედრებს, ნახონ საინფორმაციო სივრცეში 2024 წლის 17 მაისის ახალი ამბები. ნახონ ის სახალხო რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ კანონთან დაკავშირებით და ნახავენ, რომ ამ კანონს აქვს ხალხის სრული მხარდაჭერა. ამიტომ გასაკვირია ის განცხადება, თითქოს ეს ქართველი ხალხის ინტერესში არ არის, რაც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. მე ის მიკვირს, როგორ მოხვდა ასეთი არასწორი ინფორმაცია ამგვარ განცხადებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.