ერთადერთი დივერსია, რაც ვნახეთ, ეს იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში, ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი, ისე შემოაპარესკონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ.
„ზუსტად ის, რასაც ის საუბრობს სხვა ჯგუფებსათუ ადამიანებზე, სინამდვილეში არის იმის აღწერა, რაც იყო გეგმა მისი და იმ სპეცსამსახურების, რომლებიც მას მართავენ. დივერსიაზე ვინ-ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხის ქვეშ იმყოფება. სააკაშვილის თქმით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.