კიდევ ბევრი ყოფილი პრეზიდენტი, თუ სხვები ისაუბრებენ რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის მცდელობებთან დაკავშირებით, ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ პოლონეთს ითრევდნენ ომში, წარმოიდგინეთ, ნატო-ს წევრ ქვეყანას რომ ამას უბედავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ომში მყოფი ქვეყნის, უკრაინის ხელისუფლებასთან პოლემიკაში შესვლა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ხდებოდა საქართველოს ომში ჩათრევა და ეს არის უსამშობლოების მთელი პრობლემა, რადგან მათთვის ზელენსკის სიტყვა უფრო დიდია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესი.
„კიდევ ბევრი პრეზიდენტი, ყოფილი, თუ ასე შემდეგ, იტყვის ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს თავად უკრაინელებმაც თქვეს. ქართველი ორკები რომ არიან, ზუსტად ამ ორკული საზოგადოების მიერ გაღმერთებული ადამიანი, არესტოვიჩი რას საუბრობს დღეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვინ რა გამოიწვია, ვინ ვის ითრევდა და ა.შ. თქვენ წარმოიდგინეთ, ნატო-ს წევრ ქვეყანას რომ ითრევ ომში და ეს დაადასტურა პოლონეთის პრეზიდენტმა, რომ მას ითრევდნენ ომში, ნატო-ს წევრ ქვეყანას ამას რომ უბედავდნენ, ახლა საქართველოს მიმართ რასაც აკეთებდნენ, რასაც აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი ზელენსკი, რაც მან ქართველ ხალხს გაუკეთა და ჩვენ ამაზე ჩუმად ვართ, რადგან ჯერ კიდევ ომში არიან და ვინდობთ უკრაინის ხელისუფლებას იმ მხრივ, რომ არ გვინდა ზედმეტ პოლემიკაში შესვლა, თორემ ის, რაც მათ გაუკეთეს ქართველ ხალხს, რომ უნდოდათ, ქართველი ხალხი, ქალები, ბავშვები ყოფილიყვნენ ამ ორი ომის მონაწილე, ხომ ეს უნდოდათ ზუსტად. აბა, რომ გამოდგა უკრაინის პრემიერ-მინისტრი 28 თებერვალს, ოთხი დღის დაწყებული ომია და მოუწოდეს ამ ორკულ საზოგადოებას, ნაცორკებს, რომ მიდით, ხელისუფლებას მოსთხოვეთ, სახელმწიფო თვითმფრინავით გამოუშვას ხალხი ომშიო. ასე გვითრევდნენ ომში და ეს არის სინამდვილეში უსამშობლოების მთელი პრობლემა, გუშინ რაც ვიხილეთ, სახედაკარგული „ნაცი“ ორკები, უსამშობლოები, რომლებისთვისაც ზელენსკის სიტყვა უფრო დიდია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ინტერესი. აქ ხომ დამთავრებულია ამ ადამიანების საერთოდ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის ომში ჩათრევა სურდა. „ისინი თავიდან ცდილობდნენ, ომში ჩაეთრიათ ყველა. ცხადია, ეს მათ ინტერესებში იყო, ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ ისინი შეძლებდნენ ომში ნატო-ს ქვეყნის ჩათრევას. ეს ცხადია, რომ ეძებდნენ მათ, ვინც აქტიურად იბძროლებდა მათ გვერდით რუსეთის წინააღმდეგ. ეს ხდებოდა ომის პირველივე დღიდან“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.