საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. სულ მცირე 22 და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
Unjustified, brutal, and inhumane aggression against the State of Israel will not stand. Georgian people support brotherly Israel. There should be no place for such violence in the world. @AmirOhana
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) October 7, 2023