ევროპარლამენტს რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი ნუ დაგველაპარაკება ჩვენ რაიმე ღირებულებაზე, რაიმე წესებზე, რაიმე კანონზე, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი და ამით ყველაფერია ნათქვამი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, რომ შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის გადახედვა მოხდეს, გრძნობს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ამაში გასაკვირი არაფერია.

„როდესაც ხარ დიქტატორის, მწამებლის, კორუმპირებული ადამიანის ფანკლუბის წევრი, ეს არის განაჩენი მათთვის. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ამაში გასაკვირი არაფერია. როგორც სხვა დროს ცდილობდნენ, რომ დაგვაზიანონ, საბოლოო ჯამში ამას ვერ მიიღებენ. მთავარ რამეს ვერ მიიღებენ, რომ ქართველმა ხალხმა იმოქმედოს მათი პოლიტიკური დღის წესრიგით. მათ არც ქართული ჟურნალისტიკა აინტერესებთ, არც ქართველი ხახლის კარგად ყოფნა, ერთადერთი, რაც იუკნევიჩიანეს და მსგავს აკვიატებული აზრების მქონე ადამიანებს აინტერესებთ, არის რომ საქართველო გამოიყენონ იარაღად რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ დანახული, როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, ისინი სხვა დანიშნულებას ჩვენ ხალხში ვერ ხედავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.