საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის მიმართ ევრო ბიუროკრატიისა და ევროპელი ლიდერების შეცვლილი რიტორიკა შეაფასა.
„ეს ჩვენ გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე. ყველაფერი ნანახი გვაქვს - როგორც ომის ტკივილი, ისე სხვა ქვეყნებისგან მიტოვება, დასრულებული ომის შემდეგ როგორ გადატვირთეს ურთიერთობები. ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, საკუთარ მიზნებს. თუ ესკალაციისკენ საქართველოს ბიძგებით რუსეთთან მიმართებაში თუ რაიმე გამოუვათ, ხომ კარგი, თუ არ გამოუვათ და 15 პაკეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოგვიგზავნიან, წლისთავზე განცხადებას გააკეთებენ, დაგვპირდებიან, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით და ჩამოკიდებენ ამას სტაფილოსავით, რომელსაც დაგვანახებენ, რომ აქეთკენ შეიძლება, ვისწრაფოთ. ასეთი ცინიკურია სინამდვილეში დღეს სამყარო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









