"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად – ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია".

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები. მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად - ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია. შემდეგი უპასუხისმგებლობა იყო საგამზირედგაწირული ახალგაზრდები, რომლებიც შეგნებულად, ცივი გათვლით, უკანა რიგებიდან მენტორობით წინა ხაზზე სარევოლუციოდ მიუშვეს და კანონს, სახელმწიფოს და კონსტიტუციას შეაჯახეს. ჰიბრიდული ომის კლასიკური ხერხია: გამოგივა გადატრიალება - იღებ ძალაუფლებას, არ გამოგივა - იღებ "მსხვერპლებს", რომლითაც შემდგომ სპეკულირებ, პროკლამაციებს ბეჭდავ და აფრიალებ.

ზუსტად ეს სურათი ვნახეთ გუშინდელ დებატშიმენტორ-ორგანიზატორებისმიერ უკანონობაზე მიშვებული და გაწირული ადამიანების პლაკატები, რომლითაც ისევ ამ იდეოლოგიის სულის ჩამდგმელები სპეკულირებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ხალხი ციხეშია, მაგრამ არაფერს ამბობენ, რატომ და როგორ მოხვდნენ იქ. და ამას აკეთებს სწორედ ის ტრენერ-მენტორი, რომელიც თავად რაზმავდა და დღესაც რაზმავს ახალგაზრდებს ძალადობისთვის, რადგანაც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ეს სჭირდება - რადიკალიზმი და დაპირისპირება, რათა მორიგი "მსხვერპლი" მოიძიოს და თბილ სავარძელში მოკალათებულმა სამყაროს "შიშველი სიმართლე აუწყოს". ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა. ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა. ასე მივიღეთ, ასი წლის თავზე, ისევ ევროპული შეფუთვით რეინკარნირებულიბოლშევიკები და ლოზუნგებით სავსე "ლენინის მოედანი", - წერს პაპუაშვილი.