შესაძლებლობა მქონდა რეაბილიტირებული ენგურჰესი დამეთვალიერებინა და იმ ტურისტულ ატრაქციებს გავცნობოდი, რომელსაც კაშხალი ვიზიტორებს სთავაზობს. - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში:
"ენგურჰესის გამართულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის. ასევე, ენგურჰესის ატრაქციის ფარგლებში დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, გადასახედების, საბაგიროს, ლიფტების და სანაოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ენგურჰესის ატრაქციას 2021 წლიდან ვიზიტორებს უნიკალური თაღოვანი კაშხლის დათვალიერების შესაძლებლობას და სხვადასხვა საინტერესო ტურებს სთავაზობს.
ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ყველა მიმზიდველი ობიექტი დაათვალიერონ და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.
2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა, ხოლო 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა."