დრომ დაადასტურა, რომ ყველაზე ღირებული დივიდენდი მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დრომ დაადასტურა, რომ ყველაზე ღირებული დივიდენდი მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს. ბევრი ჭკუის მასწავლებლის და მავნე მრჩევლის შემყურეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე მეტად და ჩვენზე კარგად ჩვენს ქვეყანაზე ვერავინ იზრუნებს. ეს არის სუვერენიტეტის იდეა და მიზანი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.