"დიდ გონორზე სუს-ში შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სუს-ში გივი თარგამაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქმე ეხება ირანთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებს, რის გამოც გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

"ღალატს აქვს თავისი მორალური ზღვარიც. საქმე საქმეზე რომ მიდგება და აღმოჩნდება, რომ არიან ჩვეულებრივი ჭორკნები და თან - მოღალატე ჭორიკნები, თან მოღალატე ჭორიკნები -საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორი გონორით გამოდიან ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ბევრი ვნახეთ.

როდესაც ასეთი მდგომარეობაა, როდესაც ახალი კონფლიქტები იწყება, შემდეგ კი ჩვენი მეხუთე კოლონა გამოდის და პირდაპირ სამიზნეებს აძლევს, ლამის კოორდინატების დონეზე - აი, ამას ესროლე, იმას დაარტყი, ამას დაესხი თავს... ქვეყანაში გვყავს ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა. წლების განმავლობაში კვებეს ფულით და იმიტომაა ასეთი აგრესია დღეს დონორებისგან, რადგან იციან, რომ ეს არხები გაჩერდება საქართველოს შიგნით მეხუთე კოლონისა და მოღალატეების დაფინანსების," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.