„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამასწინათაც ვნახეთ – ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია, როგორც ჩანს, გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადავემაში "იმედი ლაივი" განაცხადა.

"სინამდვილეში, ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის, რომ დღეს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. წუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს, სხვათა შორის, ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.