"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ყალბ და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერია, როდესაც საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან თუ მსგავს თემებთან დაკავშირებით,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ძალადობისგან თავისუფლების პროგრესის მაჩვენებელზე არსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში დადებითია.
მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ყალბ და ცრუ აჟიოტაჟის მიღმა არაფერია, როდესაც საქართველოს მიმართ ისმის ცრუ ბრალდებები დემოკრატიის უკუსვლასთან თუ მსგავს თემებთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი კვლევები ადასტურებს, თუ რამდენად ცრუ და ყალბია ბრალდებები. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად იცის და ამიტომაც არის, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არა უბრალოდ გაიმარჯვებს, არამედ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.