"მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს როცა ვიხსენებთ, სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის შემოქმედი პარტია ჯერ კიდევ აქტიურია პოლიტიკაში და ამ რეჟიმის შემოქმედ ადამიანს, რომელიც ზის ციხეში, უფრო სწორად, საავადმყოფოში, კიდევ აქვს ამბიციები, იყოს პოლიტიკაში." – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

" მგონი, 7 ნოემბერი იყო ზუსტადაც პოლიტიკური განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. რაც შეეხება მედიასთან მის დამოკიდებულებას და, ზოგადად, ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, ამიტომაც არის, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ მიუშვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან ახლოსაც კი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.