ჩვენ ვნახეთ, რომ მართლაც არნახულ თანხებზეა საუბარი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა იმ მიზნით რომ მომხდარიყო მისი კონვერტაცია სხვა ვალუტაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„პროკურატურა ჩაეძიება ამ საკითხს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა სქემა იყო აწყობილი, როდესაც ასეთი თანხები მოკლე დროში ტრიალებდა საქართველოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პროკურატურამ უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.