,,2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აქტიურად ასრულებდა საზედამხედველო საქმიანობას მთავრობის წევრებისა და სხვა საჯარო ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმით, დებატების გამართვითა და კომიტეტების მუშაობის გზით,’’ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საზედამხედველო საქმიანობის მხრივ პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახდა.
,,2022 წელს პარლამენტი პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი გახლდათ, სადაც 3-ჯერ ვუმასპინძლეთ პრემიერ-მინისტრს, 17-ჯერ - მინისტრებს, გაიმართა ანგარიშვალდებული ოფიციალური პირების 20 მოსმენა, დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნა ათასობით შეკითხვა. საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში დამტკიცდა მედიის აკრედიტაციის წესი, რომელიც საუკეთესო ევროპულ გამოცდილების გათვალისწინებით, ორ ძირითად პრინციპს მოიცავს: მედიისათვის მუშაობის სათანადო პირობების შექმნა საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოების სრული და დროული ინფორმირების მიზნით; პარლამენტის წევრებისთვის, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტის ვიზიტორებისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფას. აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.,’’ - განცხადა შალვა პაპუაშვილმა.