კიდევ აგრძელებს ოპოზიცია პარლამენტში ჯდომას? იეღოვას მოწმეები გამიგია და ახლა ბიძინას მოწმეობა გინდათ პარლამენტში?! - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„კიდევ აგრძელებს ოპოზიცია პარლამენტში ჯდომას? სიცხე ხომ არ გაქვთ მეგობრებო? თუ პარლამენტში ჯდომა თქვენ წარმოგიდგენიათ გაწუწვა, ბორჯომის მისხმა და მაგიდის გადაქცევა, ცუდი წარმოდგენა გქონიათ იმ რეჟიმზე, რომელსაც ვებრძვით. მაგათ ფეხებზე ჰკიდიათ ეს თქვენი ორომტრიალი, თქვენი გაყვანა და შემოყვანა. ხომ ხედავთ გაძევებენ, ძალით გამოჰყავხართ პარლამენტიდან. რას ელოდებით? დადგა ჟამი ისტორიული არჩევანისა, ისტორიული განაჩენი გამოდის ოლიგარქიულ რეჟიმზე. იეღოვას მოწმეები გამიგია და ახლა ბიძინას მოწმეობა გინდათ პარლამენტში?!“- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.