მსოფლიო გაიყო ორ ბანაკად და ივანიშვილის რეჟიმი არის პუტინის სარეცელში - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჭეშმარიტად ვცხოვრობთ, დიდი ისტორიული ცვლილებების ეპოქაში, არის ერთი ებრაული ბრძნული წყევლა „ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროსო“, მაგრამ ეს წყევლაა თუ შექება, ამაზე კიდევ მსჯელობენ ფილოსოფოსები.  რა თქმა უნდა, უპრეცედენტო რამ მოხდა, ჩვენს თვალწინ, კიდევ შეიძლება ვერ ვაცნობიერებდეთ, უზარმაზარი ზესახელმწიფოს მეთაური უმაღლესი მთავარსარდალი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ქვეყნის ლიდერი დაპატიმრების ორდერით არის დაჯილდოებული, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი პრეცედენტი, მსოფლიო მართლწესრიგს  არ ახსოვს. მსოფლიო გაიყო ორ ბანაკად, შუა ბანაკი არ არსებობს, ან ხარ იქით, ან ხარ ბოროტების და აგრესიის მხარეს. ივანიშვილის რეჟიმი არის, რა თქმა უნდა, პუტინის სარეცელში, ასე აღიქვამს მთელი მსოფლიო“ - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.