საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდ "ქართუ"-დან" თანხა არ უნდა აეღო - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა
"თანხა საერთოდ არ უნდა აეღო ბატონ გურამ კაშიას და სახელოვანი ნაკრების წევრებს, ეს იქნებოდა ვაჟკაცური, პატრიოტული და ეროვნული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ბატონ კაშიას უნდა ეკითხა ბიძინა ივანიშვილისთვის, მე დავრბოდი ლგბტ სამკლავურით ევროპის მოედნებზე, დღეს თქვენ მიიღეთ ანტი ლგბტ კანონი, ამიტომაც არ ავიღებ თქვენგან მოძღვნილ ძღვენსო. ეს იქნებოდა პრინციპული. გამოდის, რომ ვინც გადაუხდის იმის სამკლავურით ირბენს?!
ივანიშვილისგან ფულის აღება, ვფიქრობ, ისტორიის წინაშე სერიოზული შეცდომაა. ხოლო მადლობა, როგორც ამის დამაგვირგვინებელი აქტი, ასევე სრულიად მიუღებელია", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუსგან", ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო - აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს