პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციების თავმჯდომარეები. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. საპარლამენტო ჯგუფებმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს. ისაუბრეს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ წინა ხელისუფლებისდროინდელი ზონდერი და სანქცირებული "ხარება", თავის რაზმთან ერთად, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

"თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, როდესაც, საპროტესტო აქციების დროს, ქალებისა და ბავშვების დამსახიჩრებელი, წინა ხელისუფლების დროინდელი ზონდერი და სანქცირებული "ხარება", თავის რაზმთან ერთად, ღირსების ორდენით დააჯილდოვეთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.