2023 წლის 13 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება.
დღეს ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარია გაბრიელთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.
საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
დღესვე ილია დარჩიაშვილი ეწვევა სოფიას ტექნოლოგიების ინსტიტუტს.