საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
საქართველოს პარლამენტის აპარატში სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის წარდგენა 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (http://www.hr.gov.ge/) მეშვეობით შეუძლიათ.
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ვებგვერდზე - http://vacancy.hr.gov.ge/




