საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა.

 კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი;

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე;

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი;

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.