ალექსანდრე რაქვიაშვილი ე.წ. სტენსილების კამპანიას გამოეხმაურა. „გირჩის“ წევრი მიიჩნევს, რომ თბილისის ქუჩებში გამოჩენილ წარწერებს პოლიტიკაზე გავლენა არ ექნება.

„სტენსილებით არ შეიძლება გააკეთო პოლიტიკა. ეს შეიძლება ცუდი იყოს თბილისის მერისთვის, რომელსაც მოუწევს რაღაცების გადაღებვა და ა.შ., მაგრამ საბოლოო ჯამში, მგონი ამას არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ექნება“, - მიიჩნევს რაქვიაშვილი.