"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სამირა ისმაილოვას განცხადებით, იგი ამაყობს იმით, რომ ამ პარტიის წევრია.
"როდესაც მე, ახალგაზრა ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალს ნდობა ბევრმა გამომიცხადა დავრწმუნდი, რომ თავისუფალ პარტიაში ვარ. მე ხმა მომცა საქართველოს ბევრმა შვილმა. მეამაყება, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ვარ. დღეს მთელი საქართველო აქაა წარმოდგენილი”,- განაცხადა ისმაილოვამ.