ტყუილად არაფერი ხდება … ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე, საქართველოს ერთობის და სიამაყის დღე!!! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩს ეხმაურება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის გუნდს ეთამაშება.