რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია! 2008 წლის ომიდან 15 წლის შემდეგ, მას ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევით კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%-ი.- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერ"- ში წერს.
"რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია! 2008 წლის ომიდან 15 წლის შემდეგ, მას ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევით კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%-ი.
საქართველო განაგრძობს სვლას ევროპულ გზაზე, მშვიდობიანად აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და აჩვენებს თავის სიმტკიცეს დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ."