მორიგი რუსული პროვოკაცია!
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია! - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე წურაბიშვილი "ტვიტერში"
რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება და საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში 90-დღემდე ვადით უვიზოდ ჩასვლა შეეძლებათ.
განკარგულების თანახმად, 15 მაისიდან რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების თანამშრომლად და მათი ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამთვიანი ვადით.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტაციის შემდეგ, ასეთი პირები სამი თვის განმავლობაში შედიან და ტოვებენ რუსეთს ვიზის გარეშე.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.
Another Russian provocation!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 10, 2023
Resuming direct flights and lifting visa ban with Georgia is unacceptable as long as Russia continues its agression on Ukraine and occupies our territory!