"მკაცრად ვგმობთ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს".

წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: უკრაინაში რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.