საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსის პრეზიდენტისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან" შეხვედრას ეხმიანება და "ტვიტერში წერს.

 "მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან". ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.""