ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
"რუსული კანონის წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
Third night of dignified protest against the adoption of the Russian law! On one side the people of Georgia , on the other 83 MP’s who voted against our European future. The people always win!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 17, 2024