გასულ წელს, ამ დღეს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო საყოველთაო სიხარულის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გასულ წელს, ამ დღეს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს იყო კონსენსუსის, საყოველთაო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე. ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი კაცი/ერთი პარტია ანადგურებს ამ დიდ შესაძლებლობას და აშენებს რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.