1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს 75-მდე დიპლომატიური მისიების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი შესრულდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.